საქართველოს კარატისტთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

06 აპრილი 2023, 10:59 476 ნახვა

საქართველოს კონტაქტური კარატეს ნაკრები შვედეთიდან სამშობლოში დაბრუნდა, სადაც ქალაქ გიოტებურგში, ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა და გამოსვლა ოთხი მედლით დაასრულა.

ლაშა ოზბეთელაშვილმა ევროპის ჩემპიონის ტიტული ტიტული დაიცვა, ბათუმელი დავით მსხალაძე კი ვიცე-ჩემპიონი გახდა. მინდია მგელაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მეორე ბრინჯაოს მედლის მფლობელი თეონა გაზდელიანი გახდა. სპორტსმენები უკვე მორიგი შეჯიბრებისთვის ემზადებიან.

5-7 მაისს ბათუმი საერთაშორისო ტურნირს „ბათუმი ოუფენს“ უმასპინძლებს, რომელიც წელს პირველად გაიმართება და ტრადიციული გახდება. შეჯიბრებაში მსოფლიოს წამყვანი სპორტსმენები, მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები მიიღებენ მონაწილეობას.

10 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი „ბათუმი ოუფენის“ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი