განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის აუქციონი დასრულდა - აუქციონის კომისიის სხდომაზე დახურულ კონვერტებში წარმოდგენილი განაცხადები გაიხსნა და მათი შესწავლა დაიწყო.
კომისიის თავმჯდომარის, ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, პროცესი მალე დამთავრდება და შედეგები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. მისი თქმით, კერძო სექტორიდან მაღალი აქტიურობა დაფიქსირდა.