ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა

05 აპრილი 2023, 13:40 727 ნახვა

78 წლის ასაკში, ცნობილი კომენტატორი და საკალათბურთო სპეციალისტი, ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ის მძიმედ ავადმყოფობდა.

1963 წლიდან იყო სპორტული კომენტატორი. 1980-1992 წლებში მუშაობდა: საქართველოს ტელევიზიაში, რადიოში, ტელეკომპანიაში „იმედი“, სპორტულ რადიოში „ჯაკო“; იყო საზოგადოება „დინამოს“ მწვრთნელი.

1994 წლიდან საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების უფროსი. 1990 წლიდან „მაქაბის“ კლუბის პრეზიდენტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი