ნიდერლანდებში, ქალაქ ვორსხოტენში, სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე სერიოზულად დაშავდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ნიდერლანდების საგანგებო სიტუაციების სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
შემთხვევა დღეს დილით ჰააგასა და ამსტერდამს შორის მდებარე სოფელ ვოორსხოტენთან მოხდა. ავარიის გამო, აღნიშნულ რაიონში, რამდენიმე სარკინიგზო რეისი გაუქმდა.
სარკინიგზო კატასტროფის დროს სამგზავრო მატარებელში, სულ მცირე, 50 ადამიანი იმყოფებოდა.