საგრანტო პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება დაიწყო 

03 აპრილი 2023, 14:29 405 ნახვა

მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნეს იდეების მიღება დაიწყო. „აწარმოე საქართველოში“ ცნობით, საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, რომელსაც სურს საკუთარი ბიზნესიდეის წარმატებულ საქმიანობად გარდაქმნა, ან არსებული ბიზნესის გაფართოება.

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია 300-მდე ბიზნეს საქმიანობის დაწყება და გაფართოება.

გრანტის მაქსიმალური მოცულობა 30 000 ლარს შეადგენს. მათივე ინფორმაციით,  თუკი, მეწარმე პირველად იღებს მონაწილეობას საგრანტო პროგრამაში, მისი მხრიდან განსახორციელებელი თანამონაწილეობის თანხა შეადგენს გრანტის თანხის არანაკლებ 20%-ს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში არანაკლებ 10%-ს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში