უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის 70-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს-ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოწინააღმდეგის ძალისხმევა კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე.
"საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან : ბახმუტი, ავდიივკა და მარინკა. ბახმუტის მიმართულებით მტერი არ წყვეტს ბახმუტზე შტურმს და ცდილობს მასზე სრული კონტროლის მოპოვებას“, - აცხადებენ გენშტაბში.
გენშტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 5 სარაკეტო და 32 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.
პარალელურად რუსული ძალების ქმედებების საპასუხოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის უბნებზე 8 დარტყმა განახორციელა.