ვიოლა ფონ კრამონი აქციას დაესწრო

02 აპრილი 2023, 11:02 924 ნახვა

თბილისში მყოფი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი  ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა.

აქცია მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა, დაკავებულის მეგობრები, ოჯახის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები ლაზარეს გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ლაზარე გრიგორიადისი 7-9 მარტის აქციების დროს  პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებითაა დაკავებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი