დარწმუნებული ვარ, ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს! – ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტი ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებულ სამიტზე გამოვიდა.
ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარე სამიტზე „ბუჩა – რუსეთის პასუხისმგებლობა უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე“ საქართველოს პრეზიდენტი ვიდეომიმართვით წარსდგა.
სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა რუსეთის აგრესიაზე როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში და მეგობარ ქვეყანას ხალხის სახელით მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა.