უკრაინაში კიდევ ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას ახალგაზრდა კაცის თანამებრძოლები ავრცელებენ. არსებული ცნობებით, 29 წლის ახალგაზრდა ყველაზე ცხელ წერტილში, ბახმუტთან იბრძოდა.
ქართველი მეომარი შეტაკებების დროს მძიმედ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
უკრაინაში რუსეთის სრულ მასშტაბიანი სამხედრო შეჭრიდან ეს უკვე რიგით 38-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც პუტინის აგრესიას ემსხვერპლა.