სამოქალაქო თავდაცვის გაძლიერების მიზნით, მოხალისეებს მათზე მორგებული გრაფიკის გათვალისწინებით, სწავლებებს სთავაზობს ორგანიზაცია "ვემსახურები საქართველოს".
სწავლების ფარგლებში მოხალისეების მომზადებას საქართველოს ეროვნული გვარდია უზრუნველყოფს.
პროგრამა ორთვიანია და შაბათ-კვირის გამოყენებით ხუთ კომპონენტადაა გაწერილი. სწავლებაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.