ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა "სან ანტონიოს" შემადგენლობაში პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა.
სანდრომ "გლდენ სტეიტის" წინააღმდეგ 29:13 წუთი ითამაშა, მის ანგარიშზე კი 13 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დაგროვდა.
მატჩი მასპინძელმა "გოლდენ სტეიტის" გამარჯვებით 130:115 დასრულდა.
მომდევნო შეხვედრას "სან ანტონიო" 2 აპრილს, საკრამენტოში, "კინგსთან" გამართავს.