რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს ამერიკული გამოცემის უოლ-სთრით-ჯორნალის კორესპონდენტი ევან გერშკოვიჩი. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, გერშკოვიჩი „ამერიკული მხარის დავალებით მოქმედებდა“ და "აგროვებდა სახელმწიფო საიდუმლოს შემცველ მონაცემებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის შესახებ“. ამერიკელი ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია შპიონაჟის მუხლით.