უკრაინელებმა ოთხი მიმართულებით მტრის 60-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

30 მარტი 2023, 10:02 592 ნახვა

გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოთხ მიმართულებაზე რუსეთის 60-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა განახორციელეს ხუთი სარაკეტო და 25 საავიაციო დარტყმა, ასევე 34-ჯერ გახსნეს ცეცხლი რეაქტიული ზალპური სისტემებიდან.

უკრაინული მხარის განცხადებით, მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინსკის მიმართულებებზეა მობილიზებული. 

"ბახმუტის მიმართულებით, მტერი აგრძელებს იერიშს ბახმუტზე. თავდასხმის ოპერაციების დროს, ჩვენმა ჯარისკაცებმა 28 შეტევა მოიგერიეს. მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელა ორეხოვო-ვასილიევკას მიდამოებშიც“, - აცხადებენ გენშტაბში.

პარალელურად, საოკუპაციო ძალები უკრაინის ქალაქებს ბომბავენ. ბოლო 24 საათში რუსებმა 1 სარაკეტო და 16 საავიაციო დარტყმა განახორციელეს. ავდეევკაში ჭურვი საბავშვო ბაღს დაეცა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი