რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების პროტესტი

29 მარტი 2023, 14:21 877 ნახვა

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები კლინიკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გადადგომას ითხოვენ. მედპერსონალის პროტესტი გრძელდება.

დღეს პრემიერ-მინისტრის სახელზე კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელეს და მასთან შეხვედრა ითხოვეს. მათი თქმით,  ვინაიდან დირექტორი არ გამოხატავს კლინიკის  ინტერესებს, ეჭვობენ, რომ პრემიერთან, შესაძლოა,  არასწორი ინფორმაცია მიდიოდეს. 

მედიკოსები ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს  შენობის დანგრევის აუცილებლობა იდგეს, ემიჯნებიან და  ითხოვენ არსებული პროექტით დაიწყოს დაწესებულების რეაბილიტაცია ისე, რომ პერსონალის მუშაობის პროცესი არ შეფერხდეს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი