„ახალგაზრდული ფორუმი - მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის“ - ამ სახელწოდებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ფორუმს უმასპინძლა.
დისკუსიის ფორმატში ახალგაზრდებმა „ხარისხიანი განათლების“, “სიღარიბის დაძლევის“, „კლიმატის ცვლილების“ და სხვა გლობალურ საკითხებზე პრეზენტაციები მოამზადეს. გაიმართა პანელური ფორმატის დისკუსია.
მუდმივმოქმედი ფორუმის მიზანი, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, ახალგაზრდების ინფორმირებულობა, ჩართულობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობაა.
ახალგაზრდული ფორუმი „მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები საქართველოს“ - ორგანიზებით ხორციელდება.