ქობულეთის მერის ლევან ზოიძის განცხადებით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში გზებზე, ყველა მიმართულებით, მოძრაობა აღდგენილია.
"ქობულეთში, ძლიერი ქარის შედეგად ავტომობილს ხე დაეცა, დაიღუპა ერთი ადამიანი. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს. მერიის შესაბამისი სამსახურები შემთხვევის ადგილებზე სწავლობენ სიტუაციას, მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვაც.
ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა, რამდენიმე ადგილას კი გზები იყო ჩახერგილი. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში, ყველა მიმართულებით, გზები აღდგენილია. რაც შეეხება ელექტროენერგიას, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და უახლოეს პერიოდში სრულად იქნება აღდგენილი" - განაცხადა ლევან ზოიძემ.