პირველი სკოლის მოსწავლეები კლინიკიდან გაწერეს

28 მარტი 2023, 11:20 595 ნახვა

ბათუმის პირველი სკოლიდან ბავშთა საავადმყოფოში ინტოქსიკაციით გადაყვანილი 15-ვე მოსწავლე კლინიკიდან გუშინ გაწერეს. სამედიცინო დაწესებულება დატოვეს პედაგოგმა და მანდატურმაც, რომლებსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. 

ინტოქსიკაცია სკოლაში სავარაუდოდ წიწაკის სპრეიმ გამოიწვია, რომელიც დაუზუსტებელი ინფორმაციით, სკოლის დერეფანში ერთ-ერთმა მოსწავლემ გაუშვა. სკოლაში მომხდარ ფაქტს სწავლობს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში