უარი გიორგი კეკელიძის მიერ დანიშნულ სტიპენდიას

25 მარტი 2023, 14:21 643 ნახვა

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ამბობს, რომ არ აპირებს კომენტარი მისცეს რომელიმე მედიასაშუალებას სალომე კენჭიაშვილის მიერ მარო მაყაშვილის სტიპენდიის უკან დაბრუნების თაობაზე - ამის შესახებ ინფორმაცია მან საკუთარ ფბ გვერდზე გაავრცელა.

წერს, რომ არ იცოდა სალომე კენჭიაშვილი ვისი და იყო და ნათესავი. სალომეს სტიპენდია დაერიცხა 17 მარტს (უკან დაგვიბრუნა გუშინ). ამ ხნის მანძილზე მე ავიტანე საოცარ ცილისწამებათა კასკადი ამ ამბის გამო. სალომე არის შესანიშნავი გოგო და იმსახურებს საუკეთესოს. ჩვენ კი ვაგრძელებთ ჩვენს საქმეებს“, - წერს კეკელიძე.

ტაეკვანდოში ორგზის საქართველოს ჩემპიონი და 8-9 მარტის აქციების მონაწილე სალომე კენჭიაშვილი უარს ამბობს მიიღოს სტიპენდია, რომლის ინიციატივაც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძეს ეკუთვნის.

სტიპენდიაზე უარის გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ საუბრობს სალომეს უფროსი და, სოფია კენჭიაშვილი, რომელიც გიორგი კეკელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა, გიორგი კეკელიძე ამ დროს სხვა ქალებმაც ამხილეს სექსუალურ შევიწროებაში, თუმცა არც ერთ მათგანს მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა არ დაუწყია.

თავად კეკელიძემ მაშინ მისი მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება უარყო და თქვა, რომ გახმაურებული შემთხვევები "ფლირტი'' იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი