ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის თასის მოგზაურობა ბათუმიდან იწყება

25 მარტი 2023, 11:25 707 ნახვა

უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასი უკვე საქართველოშია. ტურნირის მთავარი სიმბოლო მოგზაურობას ბათუმიდან იწყებს. დღეიდან უეფას ევროპის ჩემპიონატის თასი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმოგზაურებს.

ღონისძიება 26 მარტს ბათუმში, ევროპის მოედანზე გაიმართება. 26 მარტს, თასი ბათუმის ქუჩებს კოკა-კოლას ჯადოსნურ ქარავანთან ერთად მოივლის. ევროპის მოედანზე თასის შემოტანის საზეიმო ცერემონიასთან დაკავშირებით, კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ნუცა ბუზალაძე, სალიო, ანსამბლი შვიდკაცა, სოფო ხალვაში და სხვადასხვა ადგილობრივი ბენდი. ღონისძიების ორგანიზატორი და მასპინძელი, აჭარის მთავრობაა.

ჩემპიონატის მთავარ სიმბოლოს მოედანზე ტურნირის ელჩი და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი შემოიტანს. ბათუმის შემდეგ თასი მესტიაში გადაინაცვლებს, რის შემდეგაც, 2 მაისს ტურნირის კიდევ ერთ მასპინძელს, ქუთაისს ესტუმრება. ქუთაისიდან მოგზაურობა ამბროლაურსა და ყაზბეგში გაგრძელდება. თასის ბოლო გაჩერება კი თბილისში იქნება.

შეგახსენებთ, რომ უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.

26 მარტს ღონისძიების პირდაპირ ტრანსლაცია აჭარის მაუწყებლის ეთერში შეგიძლიათ ნახოთ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი