ნატო-ს გენერალური მდივნის ანგარიში

22 მარტი 2023, 11:06 568 ნახვა

,,საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის“ - ვკითხულობთ  ნატო-ს გენერალური მდივნის   2022 წლის ანგარიშში, რომელშიც  საქართველოზეც არის საუბარი. 

დოკუმენტში აღნიშნულია ის სამუშაო, რომელიც ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა გასული წლის განმავლობაში საქართველოსთან მიმართებაში განახორციელა. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ აპრილში მოკავშირეები შეთანხმდნენ, გაზარდონ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ბოსნია და ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის მიმართ, დაეხმარონ მათ, გააძლიერონ თავიანთი ინსტიტუტები და მდგრადობა, განავითარონ შესაძლებლობები და შეინარჩუნონ პოლიტიკური დამოუკიდებლობა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი