პაკისტანსა და ავღანეთში 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც ამ დროის მონაცემებით, 9 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ პაკისტანი ავრცელებს.
ორივე ქვეყანაში სახლები და შენობები დაზიანდა.
სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე რეგიონში დაფიქსირდა. მიწისძვრის ბიძგები ტაჯიკეთშიც იგრძნობოდა.