იმსჯელებს თუ არა კიდევ ერთ ინიციატივაზე საკანონმდებლო ორგანო, ჯერ უცნობია, თუმცა პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა წინადადება, რომლის მთავარი მოთხოვნაა, ქალებისთვის სავალდებულო გახდეს სამხედრო სამსახურში წასვლა. ინიციატივის ავტორი, ირინე ბარბაქაძეა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს საქართველოს კანონს, გენდერული თანასწორობის, ასევე, ჯარში მხოლოდ კაცების გაწვევის შესახებ. ახლა ჯერი, საქართველოს პარლამენტზეა. ამ ეტაპზე, საკითხთან დაკავშირებით კომენტარზე, თავს იკავებენ, ქვეყნის თავდაცვის უწყებაში.