პრემიერ-მინისტრი ეთნიკურ აზერბაიჯანელებსა და ყველა მუსლიმს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს, ასევე მადლობას უხდის მათ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში შეტანილი წვლილისთვის. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მარნეულში იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურმა მცირე მეწარმეების გამოფენა დაათვალიერა და კოცონის დანთებას დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს დღე სიმბოლურია, რაც მშვიდობას კეთილდღეობას და სიხარულს უკავშირდება.