საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის თურქეთში ემზადება

21 მარტი 2023, 10:13 478 ნახვა

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები თურქეთის ქალაქ ბელეკში, სადაც ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, უკვე შეიკრიბა. რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც ზაფხულში საქართველოსა და რუმინეთში ჩატარდება.

თავდაპირველად ბულგარეთთან ტესტ-მატჩიც იყო დაგეგმილი, მაგრამ ეს შეხვედრა გაუქმდა. სვანაძის გუნდმა თურქეთში პირველი ვარჯიში ჩაატარა. გუნდი სრული შემადგენლობით დღეს შეიკრიბება, როდესაც შეკრებაზე ბოსნიური სარაევოს თავდამსხმელი გიორგი გულიაშვილი გამოცხადდება.

საქართველოსა და ლატვიის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩი 26 მარტს გაიმართება.

შეხვედრა თურქეთის ქალაქ ბელეკის საფეხბურთო კომპლექსში თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი