ზაგრებში გამართულ ტურნირზე „რაპირ ქაფზე“ წარმატებით იასპარეზეს ბათუმის სპორტის სასახლის მოფარიკავეებმა, რომლებმაც 14 წლამდელთა შორის რაპირაში კვიპროსელ მოფარიკავეებთან შერეულ, ერთობლივ გუნდში ტურნირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. ბათუმელთაგან ერთიანი გუნდის ღირსებას ანანო ჯინჭარაძე და ელენე თურმანიძე იცავდნენ. ანანომ და ელენემ რაპირაში 17-წლამდელთა შორისაც იასპარეზეს და იქაც ოქროს მედლები მოიპოვეს. მწვრთნელის გადაწყვეტილებით ორივე სპორტსმენი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს 23-წლამდელთა ჩემპიონატში.