ევროკავშირი მიესალმება ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას

20 მარტი 2023, 11:04 566 ნახვა

ევროკავშირი მიესალმება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა   და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას წინააღმდეგ დაკავების ორდერის გაცემის შესახებ.

ბლოკის განცხადებით, ევროკავშირი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობის პროცესის დასაწყისად განიხილავს.ევროკავშირი ასევე გამოხატავს მხარდაჭერას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის უკრაინაში წარმოებული გამოძიების მიმართ და ყველა მონაწილე სახელმწიფოს სრული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი