ქართველმა პროფესიონალმა მოკრივემ, ბათუმის კრივის აკადემიის მებრძოლმა ჯემალ შალამბერიძემ, საფრანგეთში გამართულ ორთაბრძოლაში ნოკაუტით დაამარცხა ადგილობრივი სამირ სლაჰი და IBA International-ის ქამრის მფლობელი გახდა.
ცნობილმა მოკრივემ საფრანგეთში მოგებული ჩემპიონის ქამარი ქუთაისში საკუთარ მწვრთნელს, თემურ ლორთქიფანიძეს ჩაუტანა.
ვრცელ სიუჟეტს ქართველი მოკრივის შესახებ მისი ბათუმში დაბრუნებისთანავე შემოგთავაზებთ.