ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

20 მარტი 2023, 10:37 631 ნახვა

სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოქალაქე ხუთ კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანის ტრანსპორტირებას უკანონოდ ახორციელებდა. ფაქტზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. სატრანსპორტო საშუალება დაილუქა, უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი გადატანილია ახალციხის „საქმიან ეზოში“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი