ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა აჭარის ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელიც 10, 14 და 18-წლამდე მოჭადრაკეებს შორის გაიმართა. შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით ჩატარდა. ვაჟები და გოგონები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ.
გამარჯვებულებით და პრიზიორებით აჭარის ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ჩემპიონატში მიიღებს.