პუტინის ომი უკრაინაში

19 მარტი 2023, 20:01 622 ნახვა

უკრაინაში ომის 389-ე დღეა. ქვეყნის ტერიტორიაზე კვლავ დარტყმის საფრთხე კვლავ მაღალია. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების სრულად აღების მცდელობაზე, რისთვისაც აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებით.

გასული დღის განმავლობაში უკრაინის დამცველებმა აღნიშნულ ტერიტორიებზე მტრის 83 შეტევა მოიგერიეს. საომარი მოქმედებების ეპიცენტრად კვლავ ბახმუტი სახელდება.

აგრესორი აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაზარალებას. ბოლო 24 საათში 11 სარაკეტო შეტევიდან 4 ზაპოროჟიეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყების დღიდან უკრაინაში 464 ბავშვი დაიღუპა, დაშავდა 935.

უწყების ცნობით, მონაცემები ზუსტი არ არის, ვინაიდან აქტიური საომარი მოქმედებები კვლავ გრძელდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი