იტალიის სერია A-ს მე-27 ტურში "ნაპოლი" გასვლაზე "ტორინოს" ესტუმრა და მარტივად 0-4 დაამარცხა.
მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც პენალტი მოიპოვა რომელიც თავად გაიტანა და საგოლე გადაცემის გაკეთებაც მოახერხა.
ანგარიში მე-9 წუთზე სტანდარტიდან ჟელინსკის ჩაწოდების შემდეგ ოსიმენმა გახსნა.
25 წუთში კვარას წინააღმდეგ მეტოქის საჯარიმოში წესები დაირღვა და დანიშნული პენალტის რეალიზება თავად ქართველმა მოახერხა .
სპალეტის გუნდმა პირველი ნახევარი ორ ბურთიანი სხვაობით მოიგო.
მეორე ტაიმის 51-ე წუთზე კვარაცხელიამ ქუსლით ბურთი ოლივერიას დაუტივა ამ უკანასკნელმა ერთი შეხებით ჩააწოდა და ოსიმენმა დუბილი შეასრულა.
შეხვედრის 68-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე გადაცემით ნდომბელემ სადებიუტო გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში 0-4 დააფიქსირა.
ამ დროისთვის "ნაპოლი" 71 ქულას აგროვებს.
ხვიჩა კვარაცხელიას კი იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 23 მატჩში 12 გოლი, 10 საგოლე გადაცემა და 3 მოპოვებული პენალტი აქვს.
სერია A სანაკრებო შესვენების შემდეგ 2 აპრილს დაბრუნება და "ნაპოლი" შინ "მილანს" უმასპინძლებს.