მამუკა მდინარაძე ჰააგის გადაწყვეტილებაზე - სასამართლოს საქართველომ 38 ქვეყანასთან ერთად მიმართა

19 მარტი 2023, 15:00 770 ნახვა

ჰააგის გადაწყვეტილება იმ გამოძიების შედეგია, რომლითაც სასამართლოს 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ მიმართა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით ომის დანაშაულების გამოძიების მოთხოვნას საქართველო ომის დაწყებიდან ერთ კვირაში შეუერთდა.

„ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, პუტინის მიმართ დაკავების ორდერის გამოცემაც  ამ გამოძიების შედეგია.

მდინარაძემ თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებზე ხელისუფლების მისამართით წამოსული კრიტიკაც დაგმო, სადაც გაჟღერდა რომ თითქოს ხელისუფლება უკრაინას მხარს არ უჭერდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი