შერმადინის “ტენერიფემ“ ლიგა ენდესაში მეთექვსმეტე გამარჯვება მოიპოვა

18 მარტი 2023, 23:45 654 ნახვა

გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ ლიგა ენდესას 23-ე ტურში სტუმრად „ობრადოიროს“ დაუპირისპირდა და 20 ქულიანი სხვაობით 78:58 დაამარცხა.

გიორგიმ  მოედანზე 23:00 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 5 მოხსნა და 1 გადაცემა მიითვალა.

შერმადინმა 4-დან 3 ორქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ამ გამარჯვების შემდეგ "ტენერიფემ" 32 ქულა დააგროვა და  „ლიგა ენდესას“ სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება.

შერმადინის გუნდი  მომდევნო შეხვედრას 26 მარტს შინ „გრან კანარიას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში