ახალი ინვესტიცია გონიოში

17 მარტი 2023, 14:45 1973 ნახვა

გონიოს  საკურორტო ზონაში, ახალი, მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი აშენდება.  4  სასტუმრო 3 ჰექტარ ფართობზე  1055 ნომრითა და 75 ინფრასტრუქტურული ობიექტით.  

პროექტით გათვალისწინებულია  საცურაო აუზები, 12 რესტორანი, კაფე- ბარები, სპა  და ფიტნეს ცენტრები.    

50 მილიონი  დოლარის ინვესტიციის განხორციელება  2026 დასრულდება.  მშენებლობის პერიოდში 1200-მდე ადგილობრივი დასაქმდება, სასტუმრო კომპლექსის გახსნის შემდეგ კი 700 ადამიანი. 

საერთაშორისო სასტუმროს Wyndham Grand Gonio-სა და Wydham Grand Residences-ის პროექტების პრეზენტაცია დღეს  გაიმართა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში