საბერძნეთში 24-საათიანი საყოველთაო გაფიცვაა. ქვეყანაში პარალიზებულია საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლა. გაფიცვის გამო საბერძნეთის კუნძულებზე შეწყდა საბორნე მიმოსვლაც, საავადმყოფოებში მხოლოდ გადაუდებელი დახმარების მედპერსონალი მუშაობს, გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და დაიხურა საჯარო სკოლები. მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია საპროტესტო გამოსვლები. სხვადასხვა ორგანიზაციის პროფკავშირები სოლიდარობას უცხადებენ რკინიგზის მუშაკთა პროფკავშირულ გაერთიანებას, რომელმაც 28 თებერვალს მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შემდეგ აქციები და გაფიცვები დაანონსა. ვითარება საბერძნეთში, ვნახოთ რეპორტაჟი