წყალდიდობა თურქეთში. ამჯერად სტიქიის ზონას, სადაც მიწისძვრამ ათი ქალაქი დააზიანა, უხვი ნალექი უტევს. წყალდიდობის შედეგად ამჯერად ქალაქი შანლიურფა დაზარალდა, ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანა გზები და ხიდები. თურქული მედიის ინფორმაციით, ადიამანის რაიონში კი ოთხი ადამიანი წაიღო წყალმა, მათ შორის ერთი ბავშვია, ერთი კი სამწუხაროდ გარდაიცვალა. წყალდიდობა რამდენიმე ქალაქშია, დაკარგულთა და გარდაცვლილთა დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, მათ შორის საუბარია, რომ უკვე გარდაცვლილია 10 ადამიანი, არ გამორიცხავენ, რომ ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. სამაშველო ოპერაცია უკვე მიმდინარეობს, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.