საქართველოს ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს კონტინენტალურ თასზე წარმატებული ასპარეზობის შემდგომ, ახალგაზრდული ნაკრები ხორვატიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.
კენჭისყრის შედეგად 32 გუნდისგან 8 ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელთაგან F ჯგუფში საქართველოს ნაკრები ნორვეგიას, მონტენეგროს და მაკედონიას დაუპირისპირდება.
ჩემპიონატს ეყოლება 6 დებიუტანტი ბურუნდის, ჩეხეთის, ფარერების კუნძულების, მონტენეგროს, რუანდას და აშშ-ს ჩათვლით.
მონაწილე ქვეყნები კი ასეთია:
აფრიკა: ალჟირი, ბურუნდი, ეგვიპტე, მაროკო, რუანდა.
აზია: ბაჰრეინი, ირანი, იაპონია, სამხრეთ კორეა, საუდის არაბეთი.
ევროპა: ავსტრია, ჩეხეთი, დანია, ფარერის კუნძულები, გერმანია, საქართველო, უნგრეთი, ისლანდია, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პორტუგალია, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი.
ჩრდილოეთ ამერიკა: მექსიკა, აშშ.
ოკეანეთი: ახალი ზელანდია.
სამხრეთ და ცენტრალური ამერიკა: არგენტინა, ბრაზილია, ჩილე.
საბოლოო ჯგუფები:
- A ჯგუფი: პორტუგალია, ხორვატია, რუანდა, ალჟირი.
- B ჯგუფი: უნგრეთი, სლოვენია, მაროკო, ახალი ზელანდია.
- C ჯგუფი: ეგვიპტე, ისლანდია, იაპონია, ჩეხეთი.
- D ჯგუფი: ესპანეთი, სამხრეთ კორეა, ბრაზილია, ბაჰრეინი.
- E ჯგუფი: დანია, ავსტრია, ჩილე, მექსიკა.
- F ჯგუფი: ნორვეგია, მონტენეგრო, მაკედონია, საქართველო.
- G ჯგუფი: გერმანია, არგენტინა, საუდის არაბეთი, აშშ.
- H ჯგუფი: შვედეთი, ფარერები, ირანი, ბურუნდი.
მსოფლიო ჩემპიონატი 2-დან 13 აგვისტოს ჩათვლით ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაიმართება.
სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი