პრემიერ - მინისტრის განცხადება

08 თებერვალი 2017, 00:00 1917 ნახვა

პრემიერ-მინისტრი  საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს და მოუწოდებს,  ერთიანი ძალისხმევით წინ აღუდგეს რუსეთის ფედერაციის პროვოკაციულ ქმედებებს. საუბარია თიბილოვის მიერ დაანონსებულ  პლებისციტზე რომლის თანახმადაც ოსეთს შესაძლოა სახელი შეეცვალოს.  ,,ცხინვალის რეგიონისთვის, რუსეთის ფედერაციის სუბიექტის ანალოგიური სახელის მინიჭების თაობაზე, რეფერენდუმის დანიშვნა კიდევ ერთხელ ცხადყოფს საოკუპაციო ძალის რეალურ განზრახვას, თავის შემადგენელ ნაწილად აქციოს საქართველოს განუყოფელი რეგიონები” - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში. ”საერთაშორისო სამართლის თანახმად, უკანონო და ყოვლად მიუღებელია რეფერენდუმის ჩატარება რეგიონში, საიდანაც ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია ათეულობით ათასი მკვიდრი მოსახლე და ეფექტური კონტროლი ხორციელდება საოკუპაციო ძალის მიერ. მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, ხელი შეუშალოს სუვერენული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და უკანონო ანექსიის პრაქტიკის დამკვიდრებას”-წერს მთავრობის მეთაური. ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადასარქმევად პლებისციტი დანიშნა. პლებისციტი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დღეს - 2017 წლის 9 აპრილს გაიმართება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი