„უ-ეფ-სიმ“ (UFC-მ) რეიტინგები განაახლა და როგორც მოსალოდნელი იყო, სუპერმსუბუქ წონაში მერაბ დვალიშვილი დაწინაურდა. ქართველი მებრძოლი თავის დივიზიონში მესამე ადგილს იკავებდა, 12 მარტს კი პიოტრ იანთან გამარჯვების შემდეგ დვალიშვილი 2 საფეხურით ამაღლდა და ამჟამად პირველი ნომერია.
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამრის მფლობელი, მერაბის ამერიკელი მეგობარი ალჯამეინ სტერლინგია. დვალიშვილის აღზევების შემდეგ, დივიზიონში მეორე პოზიციაზე დაეშვა შონ ო'მალი, ხოლო პიოტრ იანი - მეოთხემდე, მესამე ადგილს კი მარლონ ვიერა იკავებს.
აღსანიშნავია, რომ დივიზიონში პირველი პოზიცია საუკეთესო შედეგია არამხოლოდ მერაბისთვის აქამდე „უ-ეფ-სი-ს“ (UFC-ს) რეიტინგში ასეთი მაღალი ადგილი არცერთ ქართველ მებრძოლს ჰქონია.