უკრაინის  თავდაცვის ძალებმა მტრის 90-ზე მეტი თავდასხმა  მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

15 მარტი 2023, 10:08 496 ნახვა

გასული დღის  განმავლობაში, უკრაინის  თავდაცვის ძალებმა მტრის 90-ზე მეტი თავდასხმა  მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე განმარტებით, ერთ-ერთი სარაკეტო იერიში ქალაქ კრამატორსკზე განხორციელდა. დაზიანდა სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. არიან დაღუპულები და დაჭრილები.

"მორიგი სარაკეტო თავდასხმა მოხდა ოდესის ოლქის ქალაქ ზატოკაზე - საბავშვო საგანმანათლებლო დაწესებულების „ზოლოტაია რიბკას“ ერთ-ერთი შენობა რაკეტის ფრაგმენტებით დაზიანდა. 

მტერმა ასევე სარაკეტო შეტევა განახორციელა ხერსონის რაიონის სოფელ ივანოვკაში მდებარე სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტზე. არიან დაშავებულები ადგილობრივ მოსახლეობაში და დაზიანებულია მინიმუმ ერთი კერძო სახლი"- განმარტავენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, მტრის მთავარი მიზანი  დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებთან მიღწევაა.

"ამისათვის მან კონცენტრირება მოახდინა შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე ლიმანსკის, ბახმუცკის, ავდეევსკის, მარიინსკის და მაღაროელთა მიმართულებებზე. პროფესიონალური და კარგად კოორდინირებული მოქმედებების წყალობით ჩვენმა დამცველებმა მითითებულ მიმართულებებზე მტრის 90-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს“-განმარტავენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი