ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ადგილზე მშენებლობა იწყება

14 მარტი 2023, 14:20 594 ნახვა

26 მაისის ქუჩაზე  ჩამონგრეული სახლის ადგილას ახალ 8 სართულიან კორპუსს კომპანია „ანაგი“ ააშენებს. შ.პ.ს  ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერით შეირჩია.

შესაბამისი კონტრაქტი მერიასა და კომპანიას შორის  უკვე გაფოდა და სამუშაოები 18 თვეში უნდა დასრულდეს.  

პროექტის ღირებულება 8 მილიონი ლარია.  დასრულებული 60 ბინა   54  ოჯახზე გადანაწილდება.  ცნობისთვის ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი 2021 წლის 8 ოქტომბერს ჩამონგრა. 

ტრაგედიას ცხრა  ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  აქედან სამი - ბავშვი იყო. სახლის ჩამონგრევის საქმეზე სამი პირი იხდის სასჯელს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი