UFC-მ ბოლო საბრძოლო ღონისძიების შემდეგ რეიტინგები განაახლა. სუპერმსუბუქ წონაში მერაბ დვალიშვილი 2 პოზიციით დაწინაურდა. 32 წლის ქართველი ამ დროისთვის სუპერმსუბუქ წონის პირველი ნომერია, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა რუსი პიოტრ იანი რამდენიმე დღის წინ დამაჯერებლად დაამარცხა. მერაბმა UFC-ში 11 ბრძოლა გამართა, სადაც ზედიზედ 9 გამარჯვება აქვს.