უმრავლესობაში, გუნდში ყველაფერი არის ძალიან კარგად - ირაკლი კობახიძე

14 მარტი 2023, 11:51 577 ნახვა

უმრავლესობაში, გუნდში ყველაფერი არის ძალიან კარგად - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, თუ რაიმე საკადრო გადაადგილება იქნება გუნდის შიგნით, გუნდის ფარგლებში, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას გაავრცელებენ. 

„უმრავლესობაში, გუნდში ყველაფერი არის ძალიან კარგად. თუ რაიმე საკადრო გადაადგილება იქნება გუნდის შიგნით, გუნდის ფარგლებში, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას გაგიზიარებთ. რაც შეეხება მთავრობას, ამასთან დაკავშირებით მე ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერ დაგიდასტურებთ. ეს არის პრემიერის ექსკლუზიური პრეროგატივა. თუ გუნდში რაიმე გადაადგილება იქნება, იქნება ეს პარლამენტი, მთავრობა თუ ნებისმიერი სხვა სტრუქტურა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავუზიარებთ საზოგადოებას შესაბამის ინფორმაციას, როცა ეს იქნება საჭირო“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა, დღეს, სტრასბურგში  მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ჩანიშნულ მოსმენასთან დაკავშირებითაც.

"ქართული ოცნების" ლიდერის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მოხსენიება პოლიტპატიმართა შორის, მეტყველებს იმ კორუფციულ პრობლემებზე, რომლებიც არის, სამწუხაროდ, წარმოდგენილი ევროპარლამენტში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში