იტალიის სერია A-ს მე-26 ტურის შეხვედრაში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "ატალანტა" მიიღო და 2-0 დაამარცხა.
ნეაპოლური კლუბის შემადგენლობაში მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელამც არაერთი გამამწვავებელი ეპიზოდი და ერთი გოლი შექმნა.
შეხვედრაში უპირატესობა მასპინძლებს ჰქონდათ, თუმცა ტაიმი ფრედ 0-0 დასრულდა.
მე-60 წუთზე კი ოსიმენმა გადაცემა კვარაცხელიას გაუკეთა. ქართველმა ბურთი მეტოქის საჯარიმოს გარეთ მიიღო, დრიბლინგით საგარიმოში შევდა და რამდენიმე ცრუმოძრაობის შემდეგ "ატალანტას" მცველებს თავბრუ დაახვია და მუსოს კარის ბადეში ბურთი გაახვია.
მეორე გოლი კი სპალეტის შეგირდებმა 77-ე წუთზე გავიდა, როდესაც ელმასმა კუთხირიდან ჩააწოდა და რაჰმანმა თავური დარტყმით გაიტანა.
ლუჩანო სპალეტიმ კვარაცხელია 85-ე წუთზე ზერბინით შეცვალა და ქართველმა დამსახურებული აპლოდისმენტები მიიღო.
26 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ "ნაპოლი" 68 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.
ნეაპოლელების 15 მარტს ჩემპიონატთა ლიგის საპასუხო შეხვედრა შინ "აინტრახტის" წინააღმდეგ ელოდება. სერია A-ში კი 19 მარტს გასვლაზე"ტორინოს" ესტუმრება.
ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე კი იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 22 მატჩში 11 გოლი ,9 საგოლე გადაცემა და 2 მოპოვებული პენალტია.