"ბათუმის" ვაჟ ფრენბურთელთა კლუბმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო

11 მარტი 2023, 15:48 494 ნახვა

2022-2023 წლების საქართველოს ვაჟ ფრენბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტური “ბათუმმა” წარმატებით დაიწყო და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ბათუმელები მეორე ტურში "სამტრედიას" შეხვდნენ და სეტების ანგარიშით 3:0 მოუგეს.

შეგახსენებთ, რომ "ბათუმი"  პირველ ტურში  "ქუთაისისს" დაუპირისპირდა  და 3-1 დაამარცხა. ხვალ "ბათუმი" მესამე ტურში "ცაგერს" ეთამაშება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში