რუსეთთან დაკავშირებული პირები მოლდოვაში აჯანყების გამოწვევას ცდილობენ - აშშ

11 მარტი 2023, 10:49 633 ნახვა

აშშ-ის დაზვერვაში ფიქრობენ, რომ მოლდოვაში, რუსულ დაზვერვასთან დაკავშირებული პირები, საპროტესტო აქციების მოწყობას გეგმავენ, იმისთვის რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ყალბი აჯანყება გააღვივონ. მიზანი კი პრორუსული ხელისუფლების სათავეში დასმაა.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსეთი მოლდოვის ხელისუფლების შესუსტებაზე მუშაობს. ჯონ კირბი აღნიშნავს, რომ მოლდოვა ევროკავშირთან  მჭიდრო კავშირების დამყარებას ცდილობს.

ბაიდენის ადმინისტრაციაში, ასევე, მიაჩნიათ, რომ მოსკოვი ცდილობს, მოლდოვის სტაბილურობის შესახებ დეზინფორმაცია გაავრცელოს.

 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი