აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

09 მარტი 2023, 18:16 956 ნახვა

რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი   რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე პარლამენტთან დაკავებული პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“  წევრის  ნიკა მოსიაშვილის და ამავე პარტიის ლიდერის ზურა ჯაფარიძის მიმართებით. მოსამართლე სათათბირო ოთახშია გასული. სასამართლოში ექიმების გამოძახება გახდა საჭირო,  შეუძლოდ გახდა  ნიკა მოსიაშვილი. პარტიის ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს კი ძალადობის კვალი ეტყობა.  ორივე პირი აქციაზე  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს,  რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 მარტს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი სხვა მანიფესტანტების სასამართლო პროცესიც მიმდინარეობს.   ორი დღის განმავლობაში აქციებზე  ე.წ. აგენტების კანონის  133 მოწინააღმდეგეა დაკავებული.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში