როგორ გაიწვევენ კანონპროექტებს უკან - პროცედურები „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა. მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი რეგლამენტის თანახმად, მეორე მოსმენაზე ჩავარდება. რაც შეეხება საკითხს, რომ შესაძლოა "ქართულმა ოცნებამ" არ ჩააგდოს კანონპროექტი და ეს განცხადება მხოლოდ დროის გაწელვის მიზნით გაკეთდა, მამუკა მდინარაძე ამას კატეგორიულად გამორიცხავს და აცხადებს, რომ კანონი ჩავარდება. მდინარაძის განმარტებით, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც უკან ვერავინ წაიღებს. განცხადება გააკეთა ირაკლი კობახიძემაც.