ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის გაწვევას „ტვიტერზე“ ეხმაურება.
მირიამ ლექსმანის განცხადებით, „პროცესში ერთადერთი რადიკალური ძალა მმართველი პარტია აღმოჩნდა“.
„მივესალმები ამ ახალ ამბავს, მაგრამ ეს ყველაფერი ნამდვილად საჭირო იყო? ღირდა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანებად და საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზებად? ერთადერთი რადიკალური ძალა და ტყუილების ერთადერთი მანქანა ამ საზიანო ეპიზოდში მმართველი პარტია აღმოჩნდა“, – წერს ლექსმანი.