პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მიღებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა. საკომიტეტო განხილვაზე პრეზიდენტს მოტივირებულ შენიშვნებს მხარი მხოლოდ ორმა დეპუტატმა დაუჭირა.